მერის მოადგილის წარდგენა

✅დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან და პირველ მოადგილე მარადი ლიპარტელიანთან ერთად, მერიის თანამშრომლებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა.
✅აღნიშნული თანამდებობა ზვიადი ლობჟანიძემ დაიკავა.
✅2007-2010 წლებში ზვიად ლობჟანიძემ დაამთავრა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, ხოლო 2010 წელს სწავლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში-საგადასახადო და საბაჟო ფაკულტეტი.
✅ზვიად ლობჟანიძეს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
✅თავის მხრივ, ზვიად ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა მერს ნდობისთვის და ყველა თანამშრომელს გულთბილი დახვედრისთვის. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემი კუთხის წინსვლისა და განვითარებისთვის.