სამუშაო შეხვედრა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი-მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე საზედამხედველო ჯგუგს(შ.პ.ს ,,ზაისი და კომპანია), ინდ. მეწარმეებს და შ.პ.ს-ების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
მიეცათ მითითება პროექტებზე ტექნიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, პროექტების ვადებისა და შესასრულებული სამუშაოების ხარისხზე.
მერის თქმით, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობებისა და ვადების შეუსრულებლობაზე, დაიცვან კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა და იმოქმედონ მხოლოდ კანონის შესაბამისად.
ამ მიზნით ხორციელდება სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი.