სოფელ ლეღვანში მიმდინარე გზის სამუშაოები

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
✅სოფელ ჟახუნდერში, ლეღვანის უბანში ბეტონის საფარიანი გზა და საყრდენი კედელი ეწყობა.
✅მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მაიზერ ლიპარტელიანმა მოინახულეს.
✅მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და შ.პ.ს ,,გამა+’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 156,995 ლარია.