სახალხო დღსასწაული ,,ლაშხეთობა”

✅ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ლაშხეთობა’’ ჩატარდა.
⛪️დილიდან სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა. წირვის შემდეგ კი, სპორტული ღონისძიებები, სპორტის ორ სახეობაში-დოღში და ფრენბურთში გაიმართა.
????გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და თასებით.
????დოღში პირველ ადგილი-3თორნიკე ცხომარია;
მეორე ადგილი-გიორგი გაბიანი;
მესამე ადგილი- თემური დაშნიანი.
⚽ფრენბურთში პირველი ადგილი მოიპოვა ლეკოსანდის გუნდმა;
მეორე ადგილი-ლემზაგორი;
მესამე ადგილი-ლენტეხი.
✅ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მედიკო ხვისტანი, ადგილობრივი მოსახლეობა და ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
✅აღნიშნული ღონისძიება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაშხეთის თემის მოსახლეობის ჩართულობით და მხარდაჭერით გაიმართა.