,,სკალდობა-2023”

⚜️⛪️ლენტეხი ,,სკალდობის’’ დღესასწაულს ზეიმობს!
⚜️ დღეს,ლენტეხში ტრადიციული-რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა აღინიშნა, რომელიც აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება და ,,სულთმოფენობის”დღესასწაულს ემთხვევა.
⚜️სახალხო დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი სტუმარი და მომლოცველი შემოუერთდა.
⚜️დღესასწაულზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი- გია ონიანი, მერის მოადგილე- ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი გაზდელიანი.
⚜️ ,,სკალდობა-2023’’ სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული ტურნირები: სვანური ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და დოღში, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოება.
⚜️დოღში გამოვლენილ საუკეთესო მხედარს დეპუტატმა გოჩა ენუᲥიძემ პირადი ინიციატივით- ცხენი გადასცა, ll ადგილზე გასულს კი სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადი ინიციატივით -უნაგირი, ხოლო lll ადგილის მფლობელი ფულადი პრიზით დასაჩუქრდა.
⚜️გამოვლინდნენ გამარჯვებულები მკლავჭიდში:
აბსოლიტური მარჯვენა- გიორგი ქურასბედიანი.
აბსოლიტური მარცხენა-გიორგი თედორაძე.
⚜️სვანურ ჭიდაობაში (ლიბრგიელ) ,,მარკლანი’’ გამარჯვებული გახდა თორნიკე გვიჭიანი; ll ადგილი-გიორგი გუგავა, lll ადგილი- სანდრო ახლოური.
⚜️60კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულები არიან: l ადგილი -გიორგი ჩანქსელიანი; ll ადგილი-ზურაბ გალობერი; lll ადგილი- გრიგოლ ლიპარტელიანი.
⚜️70 კგ. წონითი კატეგორია: l ადგილი- გიორგი ახვლედიანი; ll ადგილი- სანდრო ახლოური; lll ადგილი- ლუკა ქურასბედიანი.
⚜️85 კგ. წონითი კატეგორია: l ადგილი- თორნიკე გვიჭიანი; ll ადგილი- გიორგი გუგავა; lll ადგილი-გიორგი გაზდელიანი.
⚜️ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოჭიდავის პრიზი გადაეცა გრიგოლ ლიპარტელიანს.
რაინდული შემართებისთვის დასაჩუქრდა გიორგი გაზდელიანი.
ღონისძიებაში მონაწილე ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელებით და ფულადი პრიზებით.
⚜️სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებულები პირადი თანხებით დააჯილდოვეს: გოდერძი ჩანსელიანმა, ბესო(ალვერდი) ჩანქსელიანმა, ბიძინა ჩანქსელიანმა, არჩილ ლიპარტელიანმა, გაგა ქურასბედიანმა, ბესო ჩანქსელიანმა, გია (არჯევან) ჩანქსელიანმა, ონისე ბენდელიანმა, ონისე გუგავამ, სოსო ჩანქსელიანმა, დათო ჩანქსელიანმა, სანდრო ქურასბედიანმა.
⚜️სულთმოფენობის მადლი ეწეოდეს სვანეთს და სრულიად საქართველოს!