შეხვედრა მეწარმეებთან

✅2023 წლის 1 მარტიდან, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტების ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პროექტი ,,EXPANSION OF THE REGIONAL BRANDING IN THE REGIONS OF RACHA & GURIA” დაიწყო.
✅ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონალური თამანშრომლობის იდეის განვითარება. პროექტის პარტნიორები არიან: პროექტის ლიდერი- Regional Development Agency Senec-Pezinok( სლოვაკეთი); Association of regional Brands (ჩეხეთი); The Association of the Carpathian Euroregion ( პოლონეთი); სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (საქართველო).
✅პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებთან მე-2 ვორქშოფი ჩატარდა. მუნიციპალურმა სამუშაო ჯგუფმა ბრენდის პრინციპებზე, სტრუქტურის დაფინანსების წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავა.
✅ახალი პროექტი რეგიონული ბრენდების გაფართოებას- საქართველოს რეგიონულ დონეზე ბიზნესისა და სოციალური ბიზნეს-კავშირების განვითარების ეკოსისტემის გაუმჯობესებას ეხება და მისი მიზანია ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის ორგანიზებით და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რეგიონული ბრენდირების პრინციპების გათვალისწინებით.
✅შეხვედრა საინტერესო იყო. აირჩიეს რეგიონული სამუშაო ჯგუფის მეწარმე წევრები.