CBI-ის წარმომადგენლების შეხვედრა

✅საკონსულტაციო კომპანია CBI-ის წარმომადგენლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს აღმზრდელების, პედაგოგების, მრავალშვილიანი ოჯახებიs, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ახალგაზრდების ჯგუფებთან.
✅აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის (LGP) ფარგლებში საქართველოს 11 მუნციპალიტეტში ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებს დახმარება გაუწიოს 2024 წლების საბიუჯეტო დოკუმენტების მომზადებაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივ დონეზე ლოკალიზებაში. პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. პროექტს ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახორციელებს „საკონსულტაციო კომპანია CBI“.
✅პროექტი სხვა ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტის პროგრამების ანალიზს GESI (Gender Equality and Social Inclusion) ინდიკატორების გამოყენებით. აღნიშნულის მიზნით მუნიციპალიტეტებში შეხვედრები იმართება ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
✅შეხვედრებზე მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მუნიციპალური ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ, შეხვედრის მონაწილეები ავსებენ კითხვარს სადაც აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას მუნიციპალური სერვისების, ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ლენტეხის, ასევე სხვა 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ივნისი-ივლისის პერიოდში.