სამხატვრო სკოლის შემაჯამებელი გამოფენა

✅დღეს, თამარ მეფის ხეივანში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო თექა, გობელინი, გუაშებით და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, ასევე, ხის ნაკეთობები.
✅გამოფენა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა დაათვალიერეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.