სტიქია ლაშხეთში

❗️სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ლაშხეთის თემში!
⭕️ჩიხარეშისა და ჟახუნდრის თემში გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა -სასოფლო გზები.
⭕️ნაკიშერის უბანში სოფელ ჟახუნდერთან დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო რის გამოც უბანი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
⭕️შკედში დაზიანდა ცენტრალური ხიდის ბურჯები და დგება ჩანგრევის საშიშროება ასევე, ადიდებულმა მდინარემ წაიღო გადასასვლელი ხიდ-ბოგირებიც და ზედა შკედის მოსახლეობაც მოწყვეტილია გარე სამყაროს.
⭕️დაზიანებულია სოფელ ახალშენში მისასვლელი ცენტრალური გზა. მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია მხოლოდ საცალფეხო ბილიკით. 10 ოჯახში პირველ სართულზე შევიდა წყალი და დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზიანებულია ლაშხეთის თემში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.
????️️ვითარებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან- ალუდა თუთისანთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან-გია ონიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
✅️მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც შეისწავლის ზარალს. მერიის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში გაუწევენ ყველანაირ დახმარებას.
✅️ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება (ცენტრალური გზის გაწმენდა) ჟახუნდერი-ლემზაგორის მიმართულებით. შიდა საუბნო გზის გაწმენდითი სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს სოფელ ახალშენის მიმართულებითაც.