ლენტეხისა და ჩოლური-ლაშხეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

✔️გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლენტეხისა და ჩოლური-ლაშხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ (სოფ.ბაბილთან) გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ამ დროისთვის მოძრაობა შეუძლებელია.
✅ადგილზე იმყოფებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი. ასევე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
????მობილიზებულია ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები.