დღეს, 2026 წლის 25 სექტემბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე თორნიკე გასვიანი უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს საკრებულოს რეგლამენტთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაიწყოს საკრებულოს რეგლამენტის პროექტის განხილვა და საკითხთან დაკავშირებით მომზადებული მოსაზრებები ეტაპობრივად განხილული იქნას კომისიის სხდომაზე.

