დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, დათო ფურელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების – ავტობუსების: BOGDAN (სახ. № YY261CC) და BOGDAN (სახ. № YY246CC) საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანას ეხებოდა.
კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნია, რომ იგი სრულყოფილად არის მომზადებული, რის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება მისი საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად გატანის შესახებ.

