ლენტეხელმა ილია ონიანმა ძიუდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ლენტეხის გაერთიანებული სპორტსკოლის ლაშხეთის სექციის მოჭიდავემ, ილია ონიანმა, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში, 55 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ილია ონიანს მიღწეულ შედეგს ულოცავს და მომავალ ასპარეზობებში წარმატებებს უსურვებს



