ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
წიწვოვანი ნარგავების დარგვა ახალგაზრდობის ქუჩაზე განხორციელდა. საერთო ჯამში, ტერიტორიაზე დაახლოებით 70-მდე ხე დაირგო და შეიღობა.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

