რა ხდება გზებზე

ინტენსიური თოვის მიუხედავად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით გზა გახსნილია.
თოვლის წმენდის პროცესი შიდა სასოფლო გზებზე წუხელ დაიწყო და ყველა მიმართულებას მოიცავს.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა საგზაო დეპარტამენტის მიერ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას ამ დროისთვის აღდგენილია და მთელს მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება.