2022 წელს, რცხმელურისა და ხოფურის თემის სოფლებში განხორციელებული პროექტები

2022 წელს განხორციელებულᲘ ინფრასტრუქტურული პროექტები ლენტეხის მუნიციპალიტეტში თემების მიხედით.
პირველ ეტაპზე წარმოგიდგენთ Რცხმელურისა და ხოფურის თემში დასრულებულ პროექტებს.
2022 წელს რცხმელურისა და ხოფურის თემის სოფლებში მთლიანობაში 1,067,931ლარი დაიხარჯა.
კერძოდ:
Ნაღომარში, რცხმელურში, ყვედრეშში, გვიმბრალასა და ლაღარვშის გზების ბეტონის საფარით მოწყობა-ღირებულება 421,228ლ.
Სოფელ ნანარში გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწობა-ღირებულება 326,225ლ.
Სოფელ ხოფურში შიდა სასოფლო გზის მოწობა ბეტონის საფარით და გზის საყრდენი კედლის მოწყობა-ღირებულება 97,984ლ.
Სოფელ ზედა გვიმბრალაში წყლის სისტემის მოწყობა-ღირებულება 37, 464ლ.
Სოფელ ხოფურში წყლის სისტემის მოწყობა-ღირებულება 42,930ლ.
Სოფელ ნანარში წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაცია ღირებულება 123,980ლ.
Სოფელ მაზაშში წყალსადენის მოწყობა-ღირებულება 18130ლ.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში რცხმელურსა და ხოფურის თემში სულ 102 ათასი ლარი დაიხარჯა.
კერძოდ:
Ნაღომარში, ლაღარვაშში, ყვედრეშში, ნანარსა და წიფლაკაკიაში მოეწყო გარე განათების სისტემები.
გვიმბრალაში, რცხმელურში, ხოფურში, ლამანაშურში და მაზაშში განხორციელდა შიდა სასოფლო და სამეურნეო დანიშნულების გზების რეაბილიტაცია.
ყველა ეს პროექტი სოფელში თუ დაბაში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით იქნა შერჩეული, რაც მათ საჭიროებებსა და გამოწვევებს ითვალისწინებდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი წელსაც, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას ,მოსახლეობის საჭიროებებზე და ინტერესებზე იქნება მორგებული.