ალილო

⚜️✨️ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილო-მსვლელობა მოეწყო.
⚜️✨️ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი მონაწილეობდა.
⚜️✨️მსვლელობას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი,მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი შეუერთდნენ, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.
⚜️✨️შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.