მუაშის გზა

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში კურორტ მუაშის მიმართულებით, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
✅პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 624, 717 ლარია და შ.პ.ს /მ მურმან ტოგონიძე ასრულებს.
✅სამუშაოები მონიტორინგის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის პირველმა მოადგილემ მარადი ლიპარტელიანმა მოინახულეს.
✅პროექტის განხორციელების შემდეგ კურორტით დაინტერესებულ პირებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, გაუადვილდებათ გადაადგილება.
✅ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.