მჟავე წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები

?ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
?მიმდინარე სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან ზალკანიანმა, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან- ლევან ცხვედიანთან, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან- ბერდია ჩანქსელიანთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან- ლევან ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერა.
↪პროექტის ფარგლებში, მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
✅პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.