ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მდ. ცხენისწყლის ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელების პროექტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია ლენტეხის
მუნიციპალიტეტში, სოფ. წანაშში მდ. ხელედულას ნაპირდაცვითი სამუშაოების პროექტის
სკრინინგის განცხადება.
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად,
განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული –
https://nea.gov.ge/Ge/GZSH/934). გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული
შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში 2022 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ
გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
გიგზავნით, აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას თანდართული დოკუმენტაციის
სახით. გთხოვთ, უზრუნველყოთ დოკუმენტაციის განთავსება თქვენი აღმასრულებელი
ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ოფიციალურ
ვებგვერდზე და წარმოგვიდგინოთ აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტომასალა.
დანართი: ტექსტის თანახმად.

თამარ ფიცხელაური
სააგენტოს უფროსი

 

ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. წანაშში მდ. ხელედულას ნაპირსამაგრი
სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების
ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილია შპს ,,კავკას
როუდი”’ მიერ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს ,,კავკას
როუდი”-ს შორის 2021 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული ე.ტ. #142-21
ხელშეკრულებით გაცემული დავალების საფუძველზე.
საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მთაგორიან
მონაკვეთზე, მდინარე ხელედილას კალაპოტში. დღევანდელი მდგომარეობით ხდება
მყარი ნატანების აკუმლაცია მდინარის კალაპოტში, რაც ხელს უშლის მდინარის
ნაკადის სწორხაზოვან მიმართულებას კალაპოტში. წყალდიდობის დროს ხდება წყლის
ნაკადის გადმოსვლა ნაპირებიდან. რაც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის
საკარმიდამო და საყანე მიწების დატბორვას.
პროექტი განმხორციელებელია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მიერ.
საკონტაქტო ინფორმაცია
საქმიანობის
განმხორციელებელი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
იურიდიული მისამართი საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
საქმიანობის
განხორციელების ადგილი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. წანაშში
საქმიანობის სახე
მდინარე ხელედულას ნაპირსამაგრი სამუშაოები
(გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II
დანართის პუნქტი 9.13)
საკონტაქტო პირი: გია სოფაძე
საკონტაქტო ტელეფონი: 599 939209
ელ-ფოსტა: Giasopadze@georoad.ge

 

 

ანგარიშის მომზადების საკანონმდებლო საფუძველი.

წინამდებარე გარემოსდაცვითი სკრინინგის ანგარიში მომზადებულია საქართველოს
კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საფუძველზე. განსახილველი პროექტი
მიეკუთვნება კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ:
•პუნქტი 9.13 – „ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და
სანაპირო ზოლის აღდგენის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოები, აგრეთვე
საზღვაო სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის
მეშვეობით (კერძოდ, დამბის, ჯებირის, მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის
სხვა სამუშაოები), გარდა მათი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა“.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქმიანობა ექვემდებარება კოდექსის მე-7
მუხლით გაწერილ სკრინინგის პროცედურას. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-4
პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წინამდებარე ანგარიში მოიცავს:
• ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
• ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების, განხორციელების
ადგილისა და შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ.
სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15
დღისა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამისი
კრიტერიუმების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე,
ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს.

გარემოსდაცვითი კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმები
საქმიანობის მახასიათებლები

საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის
სოფელ წანაშში მდ.ხელედულას მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე დამბის მოწყობა.
საქმიანობის მასშტაბი შეზღუდულია – არსებული კალაპოტი უნდა ამოიწმინდოს და
დაღრმავდეს Hსაშ-1.50-2.50მმდე. ჭალის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე უნდა მოეწყოს
დამბა, რათა მოსახლეობის ვენახებს და ყანებს არ შეექმნათ პრობლემა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გახორციელების შედეგად, ობიექტზე
უარყოფითი კუმულაციური ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.
ბუნებრივი რესურსებიდან წყლის დაბინძურების ძირითადი რისკები უკავშირდება
გაუთვალისწინებელ შემთხვევებს: ნარჩენების არასწორი მართვა, ტექნიკისა და
სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის გამო ნავთობპროდუქტების დაღვრა და
სხვ., რასთან დაკავშირებითაც სამშენებლო მოედანზე დაწესდება შესაბამისი კონტროლი.

სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება წყალმცირობის პერიოდში, რაც იძლევა ტექნიკის
წყალში ხანგრძლივად დგომის გარეშე ექსპლუატაციის საშუალებას. სხვა სახის რაიმე
არსებითი შესაძლო ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე არ არის მოსალოდნელი.
ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების (მაგ. ზეთებით
დაბინძურებული ჩვრები, და სხვ.) რაოდენობა იქნება უმნიშვნელო. შესაბამისად,
ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება საჭირო არ არის. საქმიანობის სპეციფიკის
გათვალისწინებით, ტერიტორიის ფარგლებში გრუნტის დაბინძურება მოსალოდნელია
მხოლოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში: ტექნიკის, სატრანსპორტო
საშუალებებიდან საწვავის ან ზეთების ჟონვის შემთხვევაში და საყოფაცხოვრებო
ნარჩენების არასწორი მართვის შემთხვევაში.
სამშენებლო ტექნიკას უნდა ჰქონდეს გავლილი ტექდათვალიერება, რათა არ მოხდეს
მიდამოს გაჭუჭყიანება ზეთებითა და საპოხი საშუალებებით. სახიფათო ნარჩენების (მაგ.
ზეთებით დაბინძურებული ჩვრები, და სხვ.) რაოდენობა იქნება უმნიშვნელო.
შესაბამისად, ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება საჭირო არ არის.
საქმიანობის პროცესში არასამშენებლო ნარჩენების წარმოქმნა არ არის მოსალოდნელი.
ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათი მართვის პროცესში უნდა გამოიყოს დროებითი
დასაწყობების დაცული ადგილები. სამეურნეო-ფეკალური წყლები შეგროვდება
საასენიზაციო ორმოში.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება მოხდება შესაბამის კონტეინერებში.
ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოხდება ადგილობრივ
ნაგავსაყრელზე. სახიფათო ნარჩენების დროებითი დასაწყობება მოხდება სამშენებლო
მოედანზე ცალკე გამოყოფილ სათავსოში. სამუშაოების დასრულების შემდომ, სახიფათო
ნარჩენები გადაეცემა იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება ნებართვა ამ სახის ნარჩენების
გაუვნებელყოფაზე. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტერიტორიები მოწესრიგდება
და აღდგება სანიტარული მდგომარეობა. ამდენად, რაიმე სახის კუმულაციური
ზემოქმედება გარემოზე მოსალოდნელი არ არის.
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ფაქტორებიდან აღსანიშნავია ატმოსფერული
ჰაერის უმნიშვნელო დაბინძურება.
ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების პერიოდში, ატმოსფერულ ჰაერზე ზეგავლენა
მოსალოდნელია მხოლოდ მოძრავი წყაროებიდან, კერძოდ გამოყენებული ტექნიკის
ძრავების მუშაობით გამოწვეული გამონაბოლქვებით, რაც არსებით ზემოქმედებას არ
მოახდენს ფონურ მდგომარეობაზე;
არსებულ პირობებში დაგეგმილი სამუშაოები მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის ფონურ
მდგომარეობას. პროექტის განხორციელებისას ემისიების სტაციონალური ობიექტები
გამოყენებული არ იქნება. ზემოქმედების წყაროები წარმოდგენილი იქნება მხოლოდ

სამშენებლო ტექნიკით, რომლებიც იმუშავებენ მონაცვლეობით. ჰაერში CO2-ის გაფრქვევა
მოხდება სამშენებლო ტექნიკის მუშაობის შედეგად.
ასევე, უმნიშვნელო ამტვერება მოხდება ინერტული მასალების მართვის პროცესში.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სამუშაოები გაგრძელდება მხოლოდ შეზღუდული დროის
განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის გახორციელების მშენებლობის
ეტაპი ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მნიშვნელოვან ნეგატიურ ზემოქმედებას ვერ
მოახდენს.
საპროექტო ტერიტორიაზე ხმაურის გავრცელების ძირითადი წყაროა სამშენებლო
ტექნიკა. სამშენებლო უბნებზე განსახორციელებელი პრაქტიკული ღონისძიებების
მასშტაბებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამშენებლო ტექნიკის
გამოყენების ინტენსივობა დაბალია, შესაბამისად, დაბალია ხმაურისა და ვიბრაციის
დონეები. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ხმაურის წყაროები შეწყდება.
სამშენებლო ტექნიკის მუშაობა რეგლამენტირებული იქნება დღის სამუშაო დროთ და
ფიზიკურად არავითარ ზემოქმედებას არ მოახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იქმნება
საამშენებლო ბანაკი. სამუშაოების ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკა, სამუშაო დღის
დამთავრების შემდეგ დაუბრუნდება შერჩეული დისლოკაციის ადგილს.

დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პროცესში და ობიექტის
ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, საქმიანობასთან დაკავშირებული ავარიის ან/და
კატასტროფის რისკი არ არსებობს. პირიქით, ეს ღონისძიება განაპირობებს მიმდებარე
ტერიტორიების დაცვას წყლისმიერი აგრესიისგან.
საპროექტო ნაპირსამაგრი ნაგებობების სიახლოვეს, ხილული კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლები წარმოდგენილი არ არის. დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში,
სამშენებლო ბანაკის მოწყობა არ იგეგმება, შესაბამისად დაგეგმილი საქმიანობის
ფარგლებში სანიაღვრე წყლების წარმოქნას ადგილი არ ექნება. სამეურნეო- ფეკალური
წყლებისთვის, მოწყობა ბიო ტუალეტი, ან დასაქმებულებს მშენებელ-კონტრაქტორის
მიერ ნაქირავები ან/და კერძო საკუთრებაში არსებული საოფისე-საცხოვრებელი
სახლების ტუალეტები მოემსახურება (აღნიშნული გადაწყდება მშენებელკონტრაქტორის მიერ).
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებები ნაპირსამაგრი სამუშაოებისგანხორციელების
პერიოდში არ მოხდება. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიება გარემოსდაცვითი
ფუნქციის მატარებელია.

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა:

საპროექტო უბნიდან უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე დაშორება 30- მეტრამდეა
გეოგრაფიული კოორდინატები:

საპროექტო ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატები:
პიკეტაჟი X Y
0+00 4740376.21820365 309842.737751339
6+0.00 4740389.48676038 310423.906207113
დაგეგმილი საქმიანობის გახორციელების ადგილის არ არის სიახლოვეს:
 ჭარბტენიან ტერიტორიებთან;
 შავი ზღვის სანაპირო ზოლთან;
 ტყით მჭიდროდ დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია
საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები;
 დაცულ ტერიტორიებთან;
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიახლოვეს არ არის სხვა სენსიტურ
ობიექტებთან;

სამუშაო ზონის სიახლოვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოდგენილი არ
არის. საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით
არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენის ალბათობა თითქმის არ არსებობს.
სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების შესრულების პროცესში არქეოლოგიური
ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობის ნიშნების, ან მათი რაიმე სახით
გამოვლინების შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად შეწყვიტოს
სამუშაოები და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
შესაბამის სამსახურს.

 

საქმიანობის შესაძლო ზემოქმედების ხასიათი

საპროექტო სამუშაოების ჩატარებას არ გააჩნია ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება;

საპროექტო ობიექტზე სამუშაოების განხორციელებისას არ ხდება გარემოზე მაღალი
ხარისხისა ან/და კომპლექსური ზემოქმედება.
აღნიშნული ფონური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაგეგმილი სამშენებლო
სამუშაოები, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში გაგრძელდება, მნიშვნელოვან
უარყოფით ზემოქმედებას ვერ მოახდენს ვიზუალურ-ლანდშაფტურ მდგომარეობაზე.
ფონური მდგომარეობით, არ არსებობს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ნიადაგოვან და
მცენარეულ საფარზე. ასევე, არ არის ცხოველთა სამყაროზე კუმულაციური
ზემოქმედების რისკები.
საერთო ჯამში, კუმულაციური ზემოქმედების მნიშვნელობა იქნება დაბალი. პროექტის
დასრულების შემდგომ, ზემოთ განხილული კუმულაციური ზემოქმედების რისკები
აღარ იარსებებს.
შეიძლება ითქვას – პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
რეაბილიტირებული საპროექტო მონაკვეთის არსებული მდგომარეობა და ბუნებრივი
მასალით მოწყობილი ნაგებობა დადებითად შეერწყმება გარემოს. პროექტის
განხორციელება დადებით ზემოქმედებას მოახდენს ლანდშაფტურ გარემოზე.
თუ გავითვალისწინებთ ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების სპეციფიკას და
მოცულობებს, ცალსახაა, რომ პროექტი არ ხასიათდება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ზემოქმედების მომატებული რისკებით. ამ მხრივ, საქმიანობა არ განსხვავდება მსგავი
ინფრასტრუქტურული პროექტებისგან. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მუშა
პერსონალის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოების რისკები შეიძლება უკავშირდებოდეს
დაწესებული რეგლამენტის დარღვევას (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების ან/და
ტექნიკის არასწორი მართვა, მუშაობა უსაფრთხოების მოთხოვნების უგულვებელყოფით
და ა.შ.). სამუშაოების მიმდინარეობას გააკონტროლებს ზედამხედველი, რომელიც
პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. ზედამხედველის მიერ
ინტენსიური მონიტორინგი განხორციელდება რისკების მატარებელი სამუშაოების
შესრულებისას. სამუშაო უბანი იქნება შემოზღუდული და მაქსიმალურად დაცული
გარეშე პირების მოხვედრისაგან.
დაგეგმილი საპროექტო საქმიანობა არ ითვალისწინებს გარემოზე სხვა მნიშვნელოვან
ზემოქმედებას. გათვალისწინებული არ არის დიდი რაოდენობით ხანძარსაშიში,
ფეთქებადსაშიში და მდინარის პოტენციურად დამაბინძურებელი თხევადი
ნივთიერებების შენახვა-გამოყენება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,
მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფების რისკები მოსალოდნელი არ არის.
მშენებლობაზე ძირითადად დასაქმდება 10 ადამიანი. მშენებლობის ხალგრძლივობა 3
თვე.
ნაპირის გამაგრება დადებით გავლენას მოახდენს სოფლის მოსახლეობის სოციალურეკონომიკურ გარემოზე.

ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე

 

სვანეთი კოლხეთის ბოტანიკურ-გეოგრაფიულ პროვინციაში შემავალ სხვა ისტორიულგეოგრაფიულ რაიონებს შორის გამორჩეულია ფლორისა და მცენარეულობის
მრავალფეროვნებით. ამას განაპირობებს, აქ კარგად გამოხატული კოლხური ტიპის
ვერტიკალური სარტყლიანობის სრული სპექტრი- ტყის (ქვედა, შუა, ზედა), სუბალპური,
ალპური, სუბნივალური და ნივალური ზონები, შესაბამისად ედაფური, კლიმატური
პირობები, ფლორისა და მცენარეულობის ფორმირების ისტორია და სხვა. სვანეთიდან
ცნობილია 1100 სახეობის ჭურჭლოვანი მცენარე, რომელიც გაერთიანებულია 92 ოჯახსა
და 415 გვარში. აქედან 212 კავკასიის, ხოლო 52 სახეობა საქართველოს ენდემია. 85
ენდემური სახეობები, გენეტიკურ-გეოგრაფიულად დაკავშირებულია
ხმელთაშუაზღვეთის, წინააზიის და შორეული აღმოსავლეთის ფლორისტულ
ცენტრებთან. ნაკლებია კავშირები ევროპისა და ბორეალურ ცენტრებთან. აღსანიშნავია,
რომ სვანეთიდან აწერილია მეცნიერებისთვის 45 ახალი სახეობა და მათი გავრცელების
კლასიკური ადგილი სხვადასხვა ხეობები, ჰაბიტატები და ვერტიკალური სარტყლებია.
სვანეთიდან აღწერილი სახეობებიდან აღსანიშნავია – Genista suanica, Euphrasia svanica,
Campanula engurensis, C. suanetica, Cerastium svanicum, Cirsium svaneticum, Ranunculus
svaneticus, Pulsatilla aurea, Betula litwinowii, Heracleum sommieri, Cirsium caput-medusae და
სხვა.
უშუალოდ საპროექტო ტერიტორიებზე მცენარეული საფარის სიმცირეს პირველ რიგში
განაპირობებს, რომ იგი წარმოადგენს მდინარის სანაპირო ზოლს, ტერიტორიზე
ინტენსიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები.
პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა მოჭრილი იქნას თმხელას და ტირიფის ხეები,
რომელთა ჯამური რაოდენობა არის 224.39 კუბური მეტრი.
(მოსაჭრელი ხეების სატაქსაციო აღწერა წარმოდგენილია დანართი 2 -ში)

ცხოველთა სამყარო

მაღალი ანთროპოგენური დატვირთვის გამო საპროექტო არეალი ძალზედ ღარიბია
ცხოველთა სახოებების მხრივ. აქ ფიქსირდება მხოლოდ ადამიანის სამეურნეო
საქმიანობას ადვილად შეგუებადი ფრინველთა და ქვეწარმავალთა წარმომადგენლები.
პრაქტიკულად გამორიცხულია ტერიტორიაზე მაღალი ეკოლოგიური ღირებულების
სახეობების მოხვედრის ალბათობა.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პროექტის განხორციელების შედეგად რეგიონში
მობინადრე ცხოველებზე ზემოქმედების რისკები მინიმალურია. პროექტის
განხორციელება ვერ გამოიწვევს რომელიმე სახეობისთვის მნიშვნელოვანი საბინადრო
ადგილების მოშლას.
იქთიოფაუნაზე შესაძლო ზემოქმედების რისკები ძირითადად უკავშირდება კალაპოტის
პირას ჩასატარებელ სამუშაოებს. როგორც აღინიშნა შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს

წყლის სიმღვრივის მატებას. აქედან გამომდინარე სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში წყლის ხარისხის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნაპირსამაგრი
სამუშაოების დასრულების შემდგომ წყალში მობინადრე სახეობისთვის მოსალოდნელია
დადებითი ეფექტიც, ვინაიდან შემცირდება ეროზიული პროცესების განვითარების და
შესაბამისად ამ მიზეზით წყლის სიმღვრივის მატების შესაძლებლობა.
შესაძლო ვიზუალურ-ლანდშაფტურ გარემოზე ზემოქმედება. საპროექტო ტერიტორიები
ხასიათდება შესამჩნევი ანთროპოგენური დატვირთვით. აღნიშნული ფონური
მდგომარეობის გათვალისწინებით დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც
მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ვერ
მოახდენს ვიზუალურ-ლანდშაფტურ მდგომარეობაზე. პროექტის განხორციელება
ცალსახად დადებით ზემოქმედებას მოახდენს ვიზუალურ-ლანდშაფტურ გარემოზე,
შეამცირებს რა მიმდინარე ეროზიული პროცესების გავლენას სანაპირო ზოლზე. ასევე,
დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების პერიოდში არ იქნება ნიადაგის ნაყოფიერ
ფენაზე უარყოფითი ზემოქმედება.

 

საკვლევი უბნის ბუნებრივი მახასიათებლები

მდ.ხლედულას სიგრძე საპროექტო მონაკვეთამდე არის 30.9 კმ, აუზის ფართობი 314 კმ2².
სათავე აქვს, ზღვის დონიდან 2760 მ-ზე. ხევი ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო
წყვეტილ ჭალას. მდ.ხლედულას აუზის ლანდშაფი ძირითადად ხასიათდება ტყის
მასივით დაფარული ფერდებით საშუალოდ 40%-მდე. ეს არსებით გავლენას ახდენს მის
ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. იგი საზრდოობს, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
წყალუხვობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და
მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. ხევის ყველაზე დაბალი დონეა ზამთარში
დეკემბერ-თებერვალში.
(გთხოვთ იხილეთ დანართი 1 ჰიდროლოგიური ანგარიში)
საკვლევი უბნის საინჟინრო გეოლოგია
საქართველოს გეომორფოლოგიური დარაიონების სქემატური რუქის მიხედვით
საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება დიდი კავკასიონის ნაოჭა სისტემის სამხრეთი
ფერდის მაღალმთიანეთს. კერძოდ საკვლევი ტერიტორია წარმოადგენს
მდ,ხელედულას ხეობას და მის კალაპოტს.
რაიონის ჰიდროგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს მდ. ხელედულას თავისი
შენაკადებით, რომლის ზემოქმედების შედეგად დატბორვის საფრთხე ექმნება
მოსახლეობის კერძო სავარგულებს.

საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება დიდი კავკასიონის ნაოჭა სისტემის სამხრეთ
ფერდის მაღალმთიანეთს, რომელიც გეოლოგიურად აგებულია კლდოვანი და
ნახევრადკლდოვანი ფლიშური ნალექებით. ზედა იურას, ცარცული და
ნაწილობრივ პალეოგენური ასაკის ქანებით, წარმოდგენილი მერგელებით,
ფიქლებით და ქვიშაქვების იშვიათი შუაშრეებით.
საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების მიხედვით საკვლევი რაიონი
მიეკუთვნება ქვედა და შუა იურას სპორადულად გაწყლიანებულ ტერიგენული
ნალექების წყალშემცველ კომპლექსს.
რეგიონის გეოლოგიური აგებულება-ქანების რაობა, ასაკი, გენეზისი და ა.შ.
განსაზღვრავს მის სეისმურობას. ნორმატიული დოკუმენტის `სეისმომედეგი
მშენებლობა~ (პნ01.01-09) მიხედვით რაიონი მიეკუთვნება მიწისძვრების 9 ბალიან
ზონას. სეისმური თვისებების მიხედვით საკვლევი ტერიტორიის ამგები გრუნტები II კატეგორიისაა, ამიტომ საკვლევი ტერიტორიის სეისმურობა დარჩება 9
ბალი.

საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა

ჭაბურღილის და ვიზუალური დაკვირვებისა მონაცემების საფუძველზე უბანზე
გამოიყოფა ორი ფენა – საინჟინრო-გეოლოგიური ელემენტი:
სგე-1 რიყნარი, ლოდების ჩანართებით 20%-მდე, სხვადასხვა მარცვლოვანი ქვიშის
შემავსებლით
ρ -2.0 კგ/სმ3
/, E-500კგ/სმ2/ , φო/ -48, ƒ- 1.11, C-0.04კგ/სმ2/ , R/O-6 კგ/სმ2
პუნქტი დამუშავების სირთულის მიხედვით არის 6-გ III კატეგორია.
ზემოთმოყვანილი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებიდან
გამომდინარე, საკვლევი მონაკვეთი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების
სირთულის მიხედვით მიეკუთვნება მეორე კატეგორიას.

საპროექტო ღონისძიებები.

შექმნილი მდგომარეობის,საკვლევაძიებო მასალებისა და ჩატარებული სათანადო
ანგარიშების გათვალისწინებით დამუშავდა გასაწმენდი ჭალის საპროექტო
დოკუმენტაცია, არსებული კალაპოტი უნდა ამოიწმინდოს და დაღრმავდეს
Hსაშ-1.50-2.50მმდე. ჭალის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე უნდა მოეწყოს დამბა,
სიგრძით 1130მ
რათა მოსახლეობის ვენახებს და ყანებს არ შეექმნათ პრობლემა. მდინარის ამოწმენდის
და სამუშაოების დასრულების შემდგომ უნდა მოხდეს მდინარის

პერიოდული ამოწმენდვითი სამუშაოები რათა არ ამოივსოს კალაპოტი და მდინარემ არ
შეუქმნას პრობლემები მოსახლეობას .
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ინერტულ მასალად გამოყენებული იქნება
მდინარის კალაპოტში რამოდენიმე ადგილას წარმოქმნილი ჭარბი აკუმულაციური
დანაგროვები.
დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში, გამოყენებული იქნება ადგილობრივი არსებული
გზები.

სამშენებლო სამუშაოების მოცულობათა უწყისი

სამუშაოს დასახელება განზომილებ
ის ერთეული
სულ
1 2 3 4
1
კალაპოტის გაწმენდვისთვის საჭირო
ტერიტორიის გასუფთავება ხეებისგან მ
3 227/21.5
2
გრუნტის დამუშავება ექსკავატორით,
გადაადგილება ბულდოზერით 50 მ-დე
ნაპირებისკენ ხარისხობრივი ყრილის
დამბის მოსაწყობით დატკეპნით
25330
მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობის ორგანიზაცია
მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს ტექნიკის და საჭირო სამშენებლო მასალების
მობილიზებას ტერიტორიაზე. ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები განლაგდება
სამუშაო ტერიტორიაზე. პროექტის მცირე მასშტაბების გათვალისწინებით სამშენებლო
ბანაკის და სხვა მსხვილი დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა გათვალისწინებული
არ არის, შესაბამისად ტერიტორიაზე სანიაღვრე წყლების წარმოქმნა არ მოხდება.
საწარმოს სასმელი წყლით მომარაგება განხორციელდება
ჩამოსხმული(ბუტილიზირებული) წყლის მეშვეობით.
სამეურნეო- ფეკალური წყლებისთვის, მოწყობა ბიო ტუალეტი, ან დასაქმებულებს
მშენებელ-კონტრაქტორის მიერ ნაქირავები ან/და კერძო საკუთრებაში არსებული
საოფისე-საცხოვრებელი სახლების ტუალეტები მოემსახურება (აღნიშნული გადაწყდება
მშენებელ-კონტრაქტორის მიერ).
12
ძირითადი სამშენებლო მექანიზმების ჩამონათვალი
სამშენებლო მანქანა-მექანიზმები რაოდენობა
1 2 3
1 ავტოთვითმცლელი 4
2 ბულდოზერი 1
3 ექსკავატორი 2
სამუშაოების დასრულების შემდგომ დემობილიზირებული იქნება ყველა დროებითი
კონსტრუქცია. ტერიტორია დასუფთავდება, გატანილი იქნება ნარჩენები და გაყვანილი
იქნება ტექნიკა/სატრანსპორტო საშუალებები.
მშენებლობის წარმოების კალენდარული გრაფიკი
სამუშაოს დასახელება
მშენებლობის ხანგრძლივობა 90 დღე
I თვე II თვე III თვე
დეკადა
1