გზების რკინა-ბეტონის საფარით მოწყობა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლებში რცხმელურში, ყვედრეშში, გვიმბრალში და ლაღარვაშში გზის რკინა ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა, მერის მოადგილესთან, ბერდია ჩანქსელიანთან ერთად მოინახულა.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შ.პ.ს ,,ფარაონი’’ ასრულებდა, რომლის სახელშეკრულებო თანხა 421,218 ლარს შეადგენს.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა რცხმელურს, ყვედრეშს, გვიმბრალასა და ლაღარვაშს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.