ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე შიდა ორგანიზაციული საკითხები და მოქალაქეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში მიმდინარეობს სასაშის სპორტდარბაზის პროექტის გადაფასება და დარბაზის გათბობის სისტემის მოწესრიგების საკითხის განხილვა. ასევე გაგრძელდება კურორტ „მუაშში“ მჟავე წყლისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
შეხვედრაზე მერიის შესაბამის სამსახურებს დაევალათ მუნიციპალიტეტში არსებული უსახური და მიტოვებული შენობების აღრიცხვა და მათთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების მომზადება.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურის ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და ყურადღება გაამახვილა დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტიან შესრულებაზე, რათა მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები ეტაპობრივად გადაიჭრას და მიმდინარე პროექტები წარმატებით განხორციელდეს.





