ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მერიის სააქტო დარბაზში ავტორ გიგა გაბუნიას ახალი წიგნის — ლარაშის ციხესიმაგრის პრეზენტაციას დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა წიგნის შექმნის ისტორიას, მის ძირითად იდეებსა და ავტორის შემოქმედებით ხედვას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და აუდიტორიას ავტორთან უშუალო დიალოგის შესაძლებლობა მიეცა.
მსგავსი კულტურული ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიტერატურის პოპულარიზაციასა და რეგიონში კულტურული ცხოვრების განვითარებაში.


