„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ლენტეხის ფილიალში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია მოეწყო.
აქციის მიმდინარეობას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი გაეცნენ.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ჩაეტარებინათ შემდეგი გამოკვლევები:
ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის):
მამოლოგის ფიზიკალური გასინჯვა;
მამოგრაფიული გამოკვლევა (ორმხრივი პროექციით, რომელსაც დამოუკიდებლად ორი რადიოლოგი აფასებს);
საჭიროების შემთხვევაში, ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის).
სკრინინგის პარალელურად, ხელმისაწვდომი იყო სწრაფი ტესტები შემდეგ ინფექციებზე:
HBV — B ჰეპატიტის სკრინინგი;
HCV — C ჰეპატიტის სკრინინგი;
HIV — აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგი.
მსგავსი პროექტების მიზანია დაავადებათა დროული პრევენცია, ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.



