დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ელდარ ლიპარტელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურმა განსახილველად წარმოადგინა საკითხი: „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

