თანამედროვე სტანდარტების აგრარული ბაზარი

✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზარი ექნება.
✅ ბაზრის მშენებლობა დაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს.
✅ პროექტის ფარგლებში ერთსართულიანი შენობა მთლიანად აშენდა, მოხდა შენობის გარე ფასადის მოპირკეთება და ამ ეტაპზე შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
✅ სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ლიდერმშენი 555“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 87 865 ლარს შეადგენს.
✅ სამუშაოები მონიტორინიგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა მოინახულა.
✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბაზრის არარსებობა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო.
✅ პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.