თათბირი მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებთან

✅✍️დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის- ბერდია ჩანქსელიანის ხელმძღვანელობით სამინისტროების მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.
????მიმდინარე წელს გაფართოებული თათბირის პირველი სხდომა შედგა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასული წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე, დეტალურად, ისაუბრეს.
✅ ბერდია ჩანქსელიანმა სამსახურის უფროსებს დეტალურად გააცნო მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
✅მიმდინარე წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში კვლავ აქტიურად გაგრძელდება პრიორიტეტული და საჭირო პროექტების მშენებლობა, როგორიცაა:ლენტეხი-უშგულის მიმართულებით რკინა-ბეტონის გზის მოწყობა, ყორულდაშში-სამთო ბანაკის მშენებლობა, პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მალე დაიწყება მეორე საჯარო სკოლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.
✅ წელს, ასევე განხორციელდება დაბის წყალმომარაგების სისტემების სრული მშენებლობა-რეაბილიტაცია.
✅ ასევე, დაგეგმილია მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის, ცანაში მდებარე მიშიაკის ქარხნის დაკონსერვების სამუშაოები.
????თათბირის მიმდინარეობისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აგრეთვე მოისმინეს ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნენ სამსახურების ხელმძღვანელი პირების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს.
???? შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, დაისახა კონკრეტული გეგმები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალური სამსახურების კოორდინირებული მუშაობით, არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.
✅ სამუშაო შეხვედრას სამინისტროების მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე ესწრებოდა.
✅ მსგავსი სახის შეხვედრები, კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება.