ლენტეხის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში ოფიციალურად გაიხსნა „თავისუფალების თამაშები“, რომელსაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მედიკო ხვისტანი ესწრებოდნენ.
ღონისძიების მთავარი მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული უნარების განვითარება და გუნდური სულისკვეთების გაძლიერება.
„თავისუფალების თამაშები“ მოიცავს სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გააღრმაონ მეგობრული ურთიერთობები და მიიღონ დადებითი გამოცდილება.
ღონისძიება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

