ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაცნობის მიზნით, მორიგი შეხვედრა ხელედის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
სოფელ ხელედის მოსახლეობას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელდარ ლიპარტელიანი, მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ხათუნა ლიპარტელიანი და მერის წარმომადგენელი ხელედის თემში ანა ბენდელიანი შეხვდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობას დეტალურად გააცნეს მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა ის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს სარგებლობა შეუძლიათ.
დეპუტატმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფელში არსებული გამოწვევები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათ მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.



