2026 წლის, 20 აპრილს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება!
2026 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულია 64 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების უმრავლესობით უპირატესი პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიები, განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით:
- სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
- სარწყავი სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
- ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
- გარე განათება;
- სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
- ამბულატორიის შენობები;
- სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
- სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
- სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
- წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
- მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან
ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილ პირები არიან:
- ლევან ლიპარტელიანი– ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,
- დავით პირველი-ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
- სოზარ ბენდელიანი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
- დემური ლიპარტელიანი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
- მელანო ქურასბედიანი- საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
- ტახუ ჩანქსელიანი- საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
- ტუღუ აფაქიძე- იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
