დღე მეორე

????ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გრძელდება.
????????დილიდან-ლენტეხის, გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლებისა და ,,ფოლკლორის სახლის“ (თუშები) 120-მა ბავშვმა,მუნიციპალიტეტის მერთან გია ონიანთან ერთად დილის გამამხნევენელი სირბილით ლენტეხის ქუჩებში სიმბოლურად გაირბინეს და ივარჯიშეს.
????????ბავშვებმა შემდეგ გადაინაცვლეს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ჩაუტარდათ ფერხულის სწავლების მასტერკლასები.
????????დღის მეორე ნახევარში დაათვალიერეს ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მოინახულეს მჟავე წყლის კომპლექსი.
????????ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდა ლოტბარის საათი-ქართლური, თუშური, იმერული და სვანური სიმღერის შესწავლა სხვადასხვა გუნდებში.