გურამ გუგავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

დღეს, ლენტეხის ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრის მოედანზე, ქართული ჭიდაობის, ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის თანადგომით, ჩვენი კუთხის საამაყო პიროვნების, პროფესიონალი მწვრთნელისა და არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელის, გურამ გუგავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.
✅ შეჯიბრი გახსნა და ტურნირის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული, ლენტეხის საკრებულოს წევრი და სასპორტო სკოლის მთავარი მწვრთნელი, იაკობ გაზდელიანი.
????‍♂️ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობდნენ 2004-2006 წელს დაბადებული სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
???????? სასპორტო სკოლების გაერთიანების ორი მოჭიდავე – ზურაბ გალობერი (60 წ/კგ ) და ნოდარ აფაქიძე (66 წ/კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ხოლო, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
???? ქართული ჭიდაობის ტურნირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები, ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.