გზის მობეტონება სოფ. ყარიშში

✅საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარიშში, დაიწყო გზის მობეტონების სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია.
✅პროექტი, რომლითაც ნახევარკილომეტრიანი სოფლის გზა მობეტონდება, გადაადგილების უსაფრთხოების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იქნება მოსახლეობისთვის.
✅ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის ქვედა ფენის სამუშაოები და სანიაღვრე არხების ჩაწყობა.
✅პროექტი გარდამავალია და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 150 ათას ლარს.
✅გზის მობეტონება მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის კიდევ 9 სოფელში.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებას პერიოდულად შესთავაზებს განახლებულ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებიდან.