ბეტონის გზა სოფ. ხოფურში

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
✅სოფ. ხოფურში მიმდინარეობს გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
✅სამუშაო პროცესს ადგილზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ლიპარტელიანი გაეცნენ.
✅როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, გზის ეს მონაკვეთი წლების განმავლობაში ქმნიდა ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას.
✅სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას გაუადვილდება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება და ასევე უპრობლემოდ შეძლებენ ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებას.
✅ანალოგიური ტიპის სამუშაოები კიდევ მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მიმართულებით მიმდინარეობს (ყარიში, ლასკადურა, მელურა-გულიდა, სასაში, ლეკოსანდო, ნაცული და მელე).
✅სამუშაოები საქართველოს რეგიონებზე განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც კონტრაქტორი ფირმა ,,გამა+’’ ასრულებს, ღირებულებით 196477,82 ლარი.
✅გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.