გზების რკინა-ბეტონით მოწყობა

?ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
?ამ ეტაპზე სოფლებში: ყარიში, მაცხვარლამეზური, გულიდა, ლასკადურა და ბაბილში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 438 888 ლარია.
↪სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს ,,ბილტმორი’’ ასრულებს და მომავალ წელს დასრულდება.
?მიმდინარე სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან ზალკანიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან- ლევან ცხვედიანთან, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ბერდია ჩანქსელიანთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლევან ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო.
↪პროექტი, რომლითაც 2 320 მეტრზე, შიდა სასოფლო გზების რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, გადაადგილების უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის.
✅შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.