გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

✅ 22 ოქტომბერს, დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის მოედანზე, ტრადიციულად, ქართულ ჭიდაობაში, გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ღია ტურნირი გაიმართა.
✅ შეჯიბრში მონაწილეობდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი ჭიდაობის სექციების სპორტსმენები.
✅ ტურნირში ასპარეზობდნენ 2011-2015 წლებში დაბადებული ჭაბუკები.
✅ გერასიმე ქურასბედიანის სახელობის თასი, მძიმე წონაში გამარჯვებულ საბა ბაკურაძეს გადაეცა, ხოლო
ტექნიკური მოჭიდავის თასი ლუკა გაზდელიანს.სხვა კატეგორიებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.
✅ ტურნირის ჩატარების მიზანი, ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა მოზარდ თაობათა შორის, მოჭიდავეთა მომზადების დონის განსაზღვრა, უმცროს ჭაბუკებში პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და სასპორტი გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში ჭიდაობის სექციების გუნდებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.
✅ ტურნირი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და თანადგომით ჩატარდა.