რაგბის ფესტივალი ლენტეხში!

???? რაგბის ფესტივალი ლენტეხში!
✅???? 28 ოქტომბერს, დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის მოედანზე, პირველად გაიმართა საერთაშორისო ტურნირი 2012 წელს დაბადებულ მორაგბეებს შორის.
✅???? ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სარაგბო გუნდები – ბათუმიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ლენტეხიდან, ამბროლაურიდან, ხაშურიდან, ჭიათურიდან თბილისიდან და აზერბაიჯანიდან.
✅???? შეჯიბრი, 7-კაცას და 12-წლამდელთა თამაშის მოქმედი წესების მიხედვით ჩატარდა.
✅???? ტურნირის დასრულების შემდეგ, მსურველებისთვის, ლენტეხში, ახლად რეაბილიტირებულ მჟავე წყლის ტერიტორიაზე, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ფინალური შეხვედრის ერთობლივი ყურება გაიმართა.
✅???? ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, რაგბის კავშირის წამომადგენლები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✅ფესტივალის მთავარი სპონსორები გახლდათ: Future Georgia; Future Azerbaijan; ENZY Group.
ტურნირი რომელიც სანახაობრივად ძალიან საინტერესო იყო, ასევე, პირველი ქართულ-ინგლისური სარაგბო გამოცემა ,,Rugby World Georgia”-ს ორგაბიზებით, რაგბის კავშირის პარტნიორობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თანადგომით ჩატარდა.