სოფ.მამის მოსახლეობასთან შეხვედრა.

✅ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი-გია ონიანი და მერის მოადგილე-ზვიად ლობჟანიძე ჩოლურის თემის, სოფ.მამის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
✅ შეხვედრის ძირითადი მიზანია მომავალი წლის პრიორიტეტები (ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) დაიგეგმოს მოსახლეობის ჩართულობით და რაც მთავარია მათ საჭიროებებზე იყოს მორგებული.
✅ მიმდინარე წელს ჩოლურის თემში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1278745 ლარი გამოიყო.
✅ ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანი და ეფექტური განხორციელება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ, მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.