სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასათვალიერებლად, დილიდანვე ადგილზე იმყოფებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და სხვა სამსახურის წარმომადგენლები. პროცესში აქტიურად არიან ჩართული რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.
ამ ეტაპზე ქუთაისი-ლენტეხი-ლასდილის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე, 98-ე კილომეტრზე მოძრაობა აღდგენილია.
სოფლების ბავარის, მუწდის, ტვიბის, საყდარის, ესიერის და დურაშის მიმართულებით გზა ისევ ჩაკეტილია და აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები, ასევე შშს ლენტეხის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც მგზავრებს ეხმარებიან უსაფრთხო გადაადგილებაში.
სამ სოფელს მუწდის ტვიბს და ბავარს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ადგილზე იმყოფებიან ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლები. სავარაუდოდ ხვალისთვის სამივე სოფელში სრულად აღდგება განათების სისტემა.
ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, მძიმე ტექნიკით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.