ემზარ ონიანის სკვერი

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში ემზარ ონიანის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
✅პროექტის ფარგლებში მოეწყობა: მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი; გრანიტის ქვის დეკორატიული ღობე; მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეები და პანდუსები; კიბეებზე ლითონის სახელურები; გრანიტის ბორდიურები; ქვაფენილი; განათება; საბავშვო მოედანზე ატრაქციონი; ასფალტო-ბეტონის საფარი; ფანჩატური და ემზარ ონიანის სახელობის მემორიალური ქვა.
✅სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და შ.პ.ს ,,ბიელი’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 334, 431 ლარია.
✅მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მონიტორინგის მიზნით ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი გაეცნო.