ახალი წლის ზეიმი

?საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ლენტეხში  საახალწლო კონცერტი გაიმართა.
?მთელი დღის განმავლობაში ლენტეხის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
?მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
?ადგილობრივებთან ერთად საღამოს მაყურებლის წინაშე ჯგუფი ,,რანინა’’ და ,,რეზო და ბავშვები’’ წარსდგნენ.
?ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
?გალა კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.