ახალი სახიდე გადასასავლელი

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურასა და მუხრაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამუშაოები მიმდინარეობს.
✅სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა მოინახულეს.
✅მდინარეები ჩოლშურა და მუხრა წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. ადიდების შედეგად მდინარე გადმოდიოდა კალაპოტიდან და მოძრაობა იზღუდებოდა.
✅ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, სახიდე გადასასვლელით ჩოლურის თემის სამი სოფელი ისარგებლებს.
✅საპროექტო სამუშაოებს შ.პ.ს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1, 052, 352 ლარს შეადგენს.