შეხვედრა მერიაში
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფთან, რომელიც სვანეთის ტურისტული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებას ეხებოდა.
ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მიერ პროექტ GRETA-ს ფარგლებში | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდების ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს კოორდინირებულ მუშაობას, სვანეთის საერთო-სამოგზაურო სივრცის შესაქმნელად.
შეხვედრას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელინი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ურთიერთკომუნიკაცია ამ თემაზე მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება.