დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ,,რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ ლენტეხის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ.პ.ს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის ,,ჰერას” მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალის მობილურმა ჯგუფმა უფასო კვლევები ჩაატარა.
40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებს ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს სკრინინგი.
აღნიშნული აქცია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.