სამხატვრო სკოლის შემაჯამებელი გამოფენა
დღეს, თამარ მეფის ხეივანში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო თექა, გობელინი, გუაშებით და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, ასევე, ხის ნაკეთობები.
გამოფენა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა დაათვალიერეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.