ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

სამუსიკო სკოლა

კორონავირუსის გავლენა ყველა სფეროზე აისახა, მათ შორის ლენტეხის სამუსიკო სკოლაზეც, რომელიც
ნორჩ მუსიკოსთა აღზრდის ერთ-ერთი წამყვანი კერაა ჩვენს მუნიციპალიტეტში.
სასწავლებლის ისტორია მრავალათეულ წელს ითვლის. სკოლას აქვს უწყვეტი ექვსწლიანი სამუსიკო სწავლება. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, სასწავლებელი სამუშაო პირობებს დაუბრუნდა.
დღეს ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი სამუსიკო სკოლას ეწვია. მერმა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა, წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვა