2021-03-24 lentekhi მერიის სიახლეები უხვი ნალექის შედეგად, დღეს ჩოლურ-ლაშხეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ვითარების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი. მისი თქმით, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია. ამ ეტაპზე აქტიურად გრძელდება ქვა-ღორღისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები. Like