ფონდი ,,აფხაზინტერკონტი”(AIG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEG), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის-,,სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისათვის! (Ისწავლე დასაქმებისთვის!)” განხორციელება დაიწყო.
ამ თემაზე დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგი ჩატარდა.
36 თვიანი პროექტი საქართველოს 6 რეგიონში-იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს დასაქმების ცენტრი, რომელიც გთავაზობთ:
შეისწავლონ როგორ უნდა მოამზადონ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიონ სასურველი სამსახური;
ჩაერთონ პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას;
გაიარონ სტაჟირება წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში;
ისარგებლონ კვალიფიციური დასაქმების კონსულტანტების დახმარებით სასურველი სამუშაოს მოძიების პროცესში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ცენტრს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში მისამართზე: ქ. ამბროლაური, დავით აღმაშენებლის N24 ტელ: 598 710 777; 558 202 111