ნანარის გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნანარში, შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 150 110 ლარია და შ.პ.ს ,,ბიარსი” ასრულებს.
სამუშაოები მონიტორინგის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა,მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ მოინახულეს.…