ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაოები 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტებიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება შეადგენს 1, 200 000 ლარს.
პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2022 წლის 31 აგვისტოს.